“ანა დოლიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს ზიანი მიდგომოდა“- აკაკი მინაშვილი

უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია. ოპოზიცია მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. მიზეზად კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ერთ-ერთ რუსულ ორგანიზაციასთან სამართლებრივ საკითხებზე მისი თანამშრომლობა სახელდება.

“ემსახურებოდა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანი იყო საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებასა და აგრესიაში. ხელფასს იღებდა ამ სამუშაოში, პროექტში მონაწილეობდა რუსული ორგანიზაციის სახელით და ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ზიანი მიდგომოდა. არავითარი გამოცდილება არ გააჩნია. მკვეთრად გამოხატული პოზიციები აქვს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მიუკერძოებელი და ობიექტური არ იქნება,“- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ანა დოლიძის კანდიდატურა უმრავლესობისთვის მისაღებია, თუმცა უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება კოალიციაში არ აქვთ მიღებული.

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარდგენილ ანა დოლიძეს მოუსმენენ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

banner
წინა სტატიაში“ეს არის უკვე ძალიან ღია ბრძოლა ტელევიზიასთან” – ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ეხმაურება
შემდეგი სტატიარუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრა სავარუდოდ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილება