პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლას გამოეხმაურა და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. დოლიძის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და თეირანს შორის არსებული მჭიდრო კავშირი ისტორიულად უპრეცედენტო და ამავდროულად, რეგიონში არსებული მგრძობიარე ვითარების ფონზე, უკიდურესად სახიფათოა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის ეს ნაბიჯები გარე მითითებებით იყოს განპირობებული.
„ასეთი მჭიდრო, სიმბოლური კავშირი სპარსეთთან, რომელიც ახლა ამ ხელისუფლებამ გააბა, ჩვენ ისტორიულად არასოდეს გვქონია. ეს კავშირი ძალიან სახიფათოა… გასაგებია, შეიძლება ამ ნაბიჯების გადადგმა არც ექვემდებარება საკუთარ ნებას. შეიძლება, სწორედ ისე, როგორც მოსკოვის წარმომადგენლები ჩადიან იქ, ჩვენს წარმომადგენლებსაც ევალებათ ამ კლუბში თავის გამოჩენა“, — აცხადებს ანა დოლიძე ტვ პირველთან.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. თეირანში გამართულ ღონისძიებაზე, დასავლეთის მიერ იზოლირებული ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და ჩინეთის დელეგაციაც იმყოფებოდნენ.

















