ანა დოლიძე – კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვედრისას შესთავაზა სასამართლოსთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა და განიხილეს საკითხები, რაც შესაძლოა, ორივე პოლიტიკური მხარისთვის მისაღები იყოს.

როგორც დოლიძემ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოების უმრავლესობას კრიზისის განმუხტვა სურს და ამისთვის პროცესში მოსახლეობის იმ 60%-ის ხმა უნდა ისმოდეს, ვინც არცერთ პოლიტიკურ მხარეს არ არის.

„შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა. როგორ შეიძლება მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს პოლიტიკური ჩიხი მობეზრდა, მიეცეს ამ პროცესებში ხმა. მე შევთავაზე რამდენიმე იდეა სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი 6-პუნქტიანი გეგმიდან. ასევე ის, რა საკითხები შეიძლება გახმოვანდეს, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და წვლილს შეიტანს იმაში, რომ გამოვიდეთ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან.

კვლევა კვლევაზე აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი უმრავლესოვის დაკვეთა არის პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამისთვის უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც მიეცემა იმ 60%-ს, ვისაც უნდა, რომ გადაწყდეს კრიზისი. სწორედ მათი პოზიციების გასახმოვანებლად მოვედი აქ.

ასევე, მნიშვნელოვანია მდუმარე საზოგადოების მობილიზება იმისთვის, რომ დანიელსონის გეგმა განხორციელდეს. დღეს გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი, მაგრამ ხელი არ მოაწერა არცერთმა მხარემ. ამას სჭირდება ძალა, რომელიც ამ გეგმას შეიძლება მისცეს საზოგადოებამ, რომელიც არ არის არცერთ მხარეს. ამ ყველაფრის გასახმოვანებლად მოვედი და ამავე დროს მოვიტანე კონკრეტული წინადადებები, როგორ შეიძლება წავიდეს წინ სასამართლო რეფორმა. ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული რეფორმებით მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. რეფორმები სასამართლოს გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით. მაგიდაზე უნდა იყოს ბევრი წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და პატარა მუხტს მაინც მისცემს ჩიხში შესული პროცესის წინ წასვლას”,- განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – მნიშვნელოვანია, 15 მაისს რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქე გამოვიდეს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – მომხრე ვიყავით ხალხთან მეტი კომუნიკაციის, ეტყობა, საკმარისად ვერ ვიმუშავეთ