ანა დოლიძე გირგვლიანის მკვლელობასა და პაატა პავლიაშვილის გარდაცვალებას შორის პარალელს ავლებს

“აფგან მუხთარლის და ახლა პაატა პავლიაშვილის საქმეზე გირგვლიანის საქმის მოძრაობიდან უნდა ვისწავლოთ: როგორც ადამიანი რომელიც მონაწილეობდა გირგვლიანის მოძრაობაში და ახლა ცდილობს გაანალიზოს ის, ვამბობ: სანდრო გირგვლიანის საქმის მიმართ სააკაშვილის ხელისუფლების უდიდესი შეცდომა იყო ინფორმაციის დამალვა და დამნაშავეებისათვის ხელი დაფარება. ხელისუფლებას მალევე რომ ეღიარებინა მკვლელობა და მოეცილებინა დამკვეთ/შემსრულებლები (ახალაია/სანოძე) საქართველოს ისტორია სხვანაირი იქნებოდა ალბათ. ამ დროს ის ხელისუფლება ამ დამნაშავეების დაფარვის მცდელობათა ჯაჭვს გადაყვა, არადა მოძრაობა მხოლოდ მომძლავრდა. ამ ტიპის საქმეების საუკეთესო წამალი არის: გაარკვიე/აღიარე/ბოდიში მოიხადე/მომავალში გაიხედე”-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიგაზეთ „ქრონიკა+“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ამინა ოკუევა მეორე თავდასხმის შედეგად მოკლეს