გილოცავთ, კალიგულას ცხენის გაპრეზიდენტებას! – ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე “ქართული ოცნების“ მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას
„გილოცავთ, კალიგულას ცხენის გაპრეზიდენტებას.
ბრწყინვალე გარიჟრაჟის წინ ძლიერ უნდა დაბნელდეს”, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
სახელისუფლო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.