ანა დოლიძე: “გადაწყვეტილება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა მიიღეს”

ანა დოლიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს მადლობას უხდის

ანა დოლიძე პრეზიდენტ მარგველაშვილს მადლობას უხდისსტრასბურგში მოსამართლედ ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კონკურსის ფინალისტი ანა დოლიძე, რომელმაც კომისიის მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, ამჟამად კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობს. მისი თქმით, საზოგადოება ელოდება პასუხს, რა კრიტერიუმებით შეირჩა ევა გოცირიძე ამ პოზიციაზე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ.

“მე, როგორც ამ კონკურსის ფინასლისტს, ამ განცხადების ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე ხასიათით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოხდა გარკვეული უსამართლობა.

შესაბამისად, მეც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომელიც გულისყურით ადევნებს თვალყურს, აქვს მოლოდინი, რომ იმ პირთა მხრიდან, რომელთა მიერაც იქნა გადაწყვეტილება წარმოდგენილი, იქნება დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა – მაღალი ზნეობრივი მონაცემებით, ადამიანის უფლებებში გამოცდილებით, უცხო ენის ცოდნით თუ საკონკურსო კომისიის ქულებით”, – განაცხდა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანა დოლიძე იყო, ვინც არასამთავრობო ორგანოიზაციებისგან და საკონკურსო კომისიისგან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, ხოლო ევა გოცირიძე არასამთავრობოებმა ნული ქულით შეაფასეს, ამასთან, ის საერთოდ არ იყო დასახელებული სამ კანდიდატს შორის, თუმცა, მთავრობამ სტრასბურგში მაინც წარადგინა, რამაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაბნეულობა გამოიწვია.

ევა გოცირიძე ცნობილია თავისი განცხადებებით “რუსთავი2”-ის საქმეზე, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. ამასთან, ევა გოცირიძე იყო სწორედ ის მოსამართლე, რომელმაც განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუკი საქმე სასამართლოს ღირსების დაცვას ეხება.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე ვარძელაშვილი – პროკურატურას მივაწოდე კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული გვარებიც
შემდეგი სტატიაინგლისში კნუტმა სარეცხის მანქანაში 60 °С-ზე გარეცხვას გაუძლო