ანა დოლიძე – ეკლესია დაარსებულია ქრისტეს მიერ და ისე, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან

ძალიან შეწუხებული ვარ პროცესებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოდან და მართლმადიდებლური ეკლესიიდან გვესმის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი დამცველი, ისტორიული დამცველი ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობისა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ეკლესია ამ პროცესებიდან გამოვიდეს უფრი სუფთა და ძლიერი“.

„როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, ძალიან შეწუხებული ვარ პროცესებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოდან და მართლმადიდებლური ეკლესიიდან გვესმის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი დამცველი, ისტორიული დამცველი ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობისა. შესაბამისად, ისტორიულად, ყველა ხელისუფლების დროს, შიდა თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, გარეშე მტრიდანაც ხორციელდებოდა შეტევები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტზე. ეკლესია დაარსებულია ქრისტეს მიერ და ისე, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან მას, ანუ ეკლესიამ ისტორიულად უამრავ გამოწვევას გაუძლო. დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევა ძალიან პატარა გამოწვევა იქნება ისტორიულ პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მთავარი გარანტი ქართული კულტურული მემკვიდრეობისა, ეკლესია ამ პროცესებიდან გამოვიდეს უფრი სუფთა და უფრო ძლიერი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – ერის ერთიანობის წინაპირობა სკანდალური განცხადებები ვერ იქნება, ამას ყველა ვხვდებით, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს
შემდეგი სტატია“სახიფათო პროცესებს ვხედავ, ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი” – ეკა ბესელია სინოდზე განვითარებულ მოვლენებზე