ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ – სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვას იწყებს

ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ – საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო იწყებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა. ის კოლეგას პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება.

საუბარია გვრიტიშვილის მიერ 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ანა დოლიძეს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი განმარტებით, 1 წლიანი ლოდინის შემდეგ აღნიშნულ საქმეს მოსამართლე გენადი მაკარიძე უხელმძღვანელებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში 27 ნოემბერს განიხილება. ანა დოლიძის თქმით, ჩნდება კითხვები, რატომ შეეცვალა მოსამართლე მის საქმეს.

“მეორე პრობლემა არის ის, რომ ბატონი მაკარიძე სექტემბერში, სულ 2 თვის წინ დაწინაურდა ამ შენობაში და დაწინაურდა რა თქმა უნდა კლანის მიერ. შესაბამისად ჩნდება კითხვები, რატომ დაეწერა ჩემი საქმე, რატომ შეეცვალა მოსამართლე ჩემს საქმეს და რატომ დაეწერა სახელდახელოდ დანიშნულ ერთ-ერთ ფავორიტ მოსამართლეს,” – აღნიშნავს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში გარდაცვლილის 27 წლის ახალგაზრდა სამეგრელოდანაა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით