ანა დოლიძე – დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა

დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.

„ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესყობილებისკენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება იმას, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ანა დოლიძის თქმით, როგორც კი საბოლოო რედაქცია გადაიგზავნება პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა – დღის შეჯამება