ანა დოლიძე: დეპუტატების სახელმწიფოებრივი პოზიციის იმედი გვაქვს ამ საკითხის მიმართ

საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს. სამივე დასახელებულ კანდიდატს – ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატები სახელმწიფოებრივი პოზიციიდან იმოქმედებენ:

„მოგეხსენებათ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკვე 6 თვეა შექმნილი აქვს 3 მოსამართლის ვაკანსია. ჩვენ იმედი გვაქვს დეპუტატების სახელმწიფოებრივი პოზიციის ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა დოლიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე .

banner
წინა სტატიაში“ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა”
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: 22 მილიონი ლარი გაუხარჯავი უდევს ნარმანიას კაბინეტში