ანა დოლიძე : ჩემი საქმის განხილვის გაჭიანურება დადასტურებაა, რომ სასამართლო სისტემას მართავს ვიწრო ინტერესებით მოძრავი ჯგუფი

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2019 12:15

ანა დოლიძე : ჩემი საქმის განხილვის გაჭიანურება დადასტურებაა, რომ სასამართლო სისტემას მართავს ვიწრო ინტერესებით მოძრავი ჯგუფი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვის გაჭიანურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს უკავშირდება.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი საქმე დადასტურებაა, რომ სასამართლო სისტემას მართავს ვიწრო ინტერესებით მოძრავი ჯგუფი.

„მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა რუსეთის აგენტობა სრულიად უსინდისოდ დამაბრალა. რის გამოც მას სასამართლოს მეშვეობით პასუხი მოვთხოვე. თითქმის ერთი წელია, რაც სააპელაციო სასამართლოში ჩემი საქმე დევს და სააპელაციო სასამართლოდან გადაწყვეტილება ვერ მივიღე. რაც არის ჩვენი ყველა საკანონმდებლო ნორმის დარღვევა და დაგვიანება. ეს დაგვიანება და დროში გაწელვა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. „კლანს“ უნდა თავისი ხალხით დააკომპლექტოს უზენაესი სასმართლო, ვინც დღეს არის 20-კაციან სიაში, რომ ჩემს წინააღმდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. თუ მე ეს სასამართლო ასე მექცევა, გადაწყვეტილებას მიგვიანებს, სხდომას ხელაღებით არ მინიშნავს და სამართალს ვერ ვადგენ, როგორ ექცევა ათასობით მოქალაქეს, მათშორის ბიზნესმენს, რომელსაც სასმართლოში დავები აქვს.

ეს კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ ამ სისტემას მართავს ერთი ვიწრო ინტერესებით მოძრავი ჯგუფი. რომელიც საკუთარ კარიერულ ინტერესებს აყენებს ყველა მოქალაქის ინტერესზე მაღლა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს წევრს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეს, დიმიტრი გვრიტიშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება.

დოლიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა. პირველმა ინსტანციამ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2019 12:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,248
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics