ანა დოლიძე: ცენტრალური საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 1, 2020 21:20

ანა დოლიძე: ცენტრალური საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე Facebook-ზე ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მონაცემების ჩასწორებას, რის შემდეგაც მას ზურაბ ჯაფარიძემ გადაასწრო და აცხადებს, რომ ცესკო-ს ნდობა არ აქვს და ხალხის ბედით თამაშობს.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის წინ შეაჯამა შედეგები და გამოაცხადა ჩემი გამარჯვება. რასაც გამოეხმაურნენ მედია საშუალებები. ახლა შეიცვალა უცებ მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა. თქვენ თამაშობთ ხალხის ბედით და ამის ფასს გადაიხდით”, – წერს დოლიძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 1, 2020 21:20