ანა დოლიდძე : უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს

„უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს“ – ამ განცხადებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე აკეთებს. ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გადავადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა არასწორი და უდროოდ გადადგმული ნაბიჯი იყო.

„ამ საბჭოს ხელში ამ უფლების მიცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. იმ ხნის განმავლობაში, რაც იყო უვადოდ დანიშვნები, ჩვენ დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა.უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც მოსამართლე საერთოდ არ უნდა იყოს, ან შეიძლება ციხეში უნდა იჯდეს.

ძალიან კარგია, რომ ეს ინიციატივა დღეს დადგა. პირველი საფეხური ალბათ ეს არის და რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, უნდა გაჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და სასამართლო სისტემიდან რეპუტაცია შელახული მოსამართლეები უნდა გაუშვან.

„ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სამ საფეხურიანი ამოცანა გვაქვს – გაჩერდეს უვადოდ დანიშვნა, კლანის ხალხი არ უნდა დავნიშნოთ უზენაეს სასამართლოში და სისტემიდან გავუშვათ რეპუტაცია შელახული მოსამართლეები.

აქ იგულისხმება ვთქვათ, ის მოსამართლე, რომელსაც მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ან რომელზეც მიუთითა ცალსახად სტრასბურგმა. უამრავი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი არის ე.წ.გადარჩევის. შეიძლება ამაში ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ჩართვა.

ფაქტია, რომ მურუსიძის, ჩინჩალაძის და მათი ამ ჯგუფის გაჩერება სასამართლოს აზიანებს. მათ შორისაზიანებს კეთილსინდისიერი მოსამართლეების რეპუტაციას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი მიზანია, უფრო კვალიფიციური შეკითხვების პასუხები მქონდეს – რომან კაკულია ქობულიას შეკითხვებს დაუსვამს
შემდეგი სტატიამიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ და ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე – გოცირიძე