ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი გუნდისგან შეხვედრაზე მოისმინა, რომ შემოდგომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება

შეხვედრაზე დავაყენე საკითხი, რომ ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რეფორმა შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არის ის რგოლი სასამართლო სისტემაში, რომლითაც გავლენიანი ჯგუფის მიერ ხდება სისტემის მართვა,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან, სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც მმართველი გუნდისგან შეხვედრაზე მოისმინა, შემოდგომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება.

“მხოლოდ იუსტიციის უმაღლესო საბჭო არ არის ბუნებრივია ამოსავალი, მნიშვნელოვანია მაგალითად, ის რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა საბჭოს მიერ. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენე საკითხი და კითხვა დავსვი თუ როდის აპირებს ხელისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შევსებას, სადაც 5 ვაკანტური ადგილია. რაც მოვისმინე არის ის, რომ წესით, შემოდგომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი,”- განაცხადა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა, EU-ს ინსტრუქციები ნათელია, შესაძლებლობების ფანჯარა პატარა – კრამონი
შემდეგი სტატიაუკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს – ალასანია