ანა ბუჩუკური – სამწუხაროა, რომ გიორგი შენგელიას მსგავსი ადამიანები იძულებული ხდებიან, თანამდებობა დატოვონ

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, ვისთანაც შეხება მქონია. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები იძულებული ხდებიან, დაკავებული თანამდებობა დატოვონ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, იქნება თუ არა გიორგი შენგელია გიორგი გახარიას გუნდში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო, თავად ისაუბრა და განმარტებები გააკეთა. მას ვიხილავთ თუ არა ჩვენს გუნდში, ამას ვნახავთ ერთად. ვნახეთ ადამიანების პოლიტიკური სიმპატიებისა და მეგობრობის გამო თანამდებობიდან წასვლაზე მოთხოვნები. სამწუხაროა, რომ ამ მოძველებულ მეთოდებს ხელისუფლება იყენებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა მესიჯები იქნა ამ საკითხზე გახმოვანებული. ირაკლი კობახიძემ ერთი თქვა, დანარჩენებმა მეორე, სჯობს, ჩამოყალიბდნენ მესიჯზე“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიფრანგულ “სანოფის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებული შედეგები აქვს
შემდეგი სტატიადმანისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს