პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები შეაფასა და მმართველი გუნდის სარჩელს განსხვავებულ აზრთან ბრძოლა უწოდა.
ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის აკრძალვის მოთხოვნას 2019 წლის მოვლენებით (20 ივნისი, ჩორჩანის საგუშაგო) ასაბუთებს, თუმცა იმ პერიოდში გიორგი გახარია მმართველი გუნდის ნაწილი იყო და ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრად ორჯერ წარადგინა.
ბუჩუკურის თქმით, მაშინ გახარია არავის გაუმიჯნავს და პირიქით, დააწინაურეს, ხოლო მისი საქმიანობა „დანაშაულად“ მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ის ოპოზიციონერი გახდა.













