ანა ბუჩუკური – მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის პოლიტპატიმარი არ არის

მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ მისი საქმეების მიმართ კითხვები არ უნდა გაჩნდეს, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გამართული აქციის კომენტირებისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქციის გამო ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც იურისტი, გეტყვით, რომ სამართლებრივად რთულად წარმოსადგენია აქციის დაკონვერტირება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, თუმცა ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ, რადგან პოლიტიკური საკითხია.

„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე საქმეზე მისჯილი აქვს და ქართული სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, რამდენიმე საქმეზე კიდევ მიმდინარეობს პროცესი და კითხვები რომ არ გაჩნდეს, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობის დაცული უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ მისი საქმეების მიმართ კითხვები არ უნდა გაჩნდეს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაგუშინდელი აქციისას საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს