ანა ბუჩუკური – ჩვენი გადაწყვეტილება პარტიისა და ფრაქციის დატოვების შესახებ „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი არ იყო

გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის, – ამის შესახებ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება არ არის მოულოდნელი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის.

„გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება არ არის მოულოდნელი „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქართველოს პარლამენტის ხუთმა წევრმა, დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვეს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხოჯევანიშვილი – გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერილია – როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან დამოუკიდებელ დეპუტატად გავაგრძელებ საქმიანობას