10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ანა ბუჩუკური: ამ უტიფარი პროპაგანდის ვითარებაში, როცა “ოცნება” თავს ესხმის პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების თითოეული ვიზიტი

„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  ამ უტიფარი პროპაგანდის ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ თავს ესხმის პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების თითოეული აქ ვიზიტი – ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა საქართველო მარტო არ დატოვონ ამ რთულ დროს.

ბუჩუკურის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატი და ეს სახელმწიფოები, ვინაიდან „ამ სახელმწიფოებთან ჩვენ ქვეყანას მრავალი წლის მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს“.

„სამწუხაროდ, გუშინ ვიხილეთ მაკა ბოჭორიშვილმა ინტერპელაციის ფარგლებში როგორი უტიფარი ტყუილები [თქვა].

ქალი ბრიუსელში მუშაობდა, ევრობიუროკრატიის ნაწილი იყო და ახლა ებრძვის ევრობიუროკრატიას, უტიფრად ტყუილები დააბრალა, თითქოს ევროკავშირის ბრალია ინტეგრაციის შეჩერება, როდესაც 2024 წლის ნოემბერს კობახიძემ გვამცნო, რომ ცალმხრივად აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს.

ამ უტიფარი პროპაგანდის ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ თავს ესხმის პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების თითოეული აქ ვიზიტი”, – აღნიშნავს ბუჩუკური.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ერთი, რაც ნამდვილად გვაჩვენა უნგრეთის მაგალითმა, არის ის, რომ არ არსებობს “უნგრული დეპრესია”
შემდეგი სტატიალაშა ბერიძე: მე რომ პრეზიდენტის სასახლის შენობის აღება მნდომებოდა, 70 წელს გადაცილებულ, მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალთან ერთად არ დავიწყებდი შენობის შტურმს