ანა ბიბილაშვილი – თბილისის განვითარების ამოსავალი წერტილი ქალაქისთვის „ლაგუნა ვერეს“ დაბრუნებაა

ლაგუნა ვერეს დავუბრუნებთ ადამიანებს და გადავაქცევთ საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალფუნქციურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცედ.
ამ მძიმე პანდემიური ვითარების ფონზე, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ყველა: ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თბილისი გადააქციეს ქალაქად რომელიც გვინადგურებს ჯანმრთელობას, გვართმევს იმუნიტეტს და ის მძიმე პანდემიური მდგომარეობა რომელმაც უკვე ათასობით სიცოცხლე წაგვართვა, არის სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაბინძურებული გარემოს ბრალი. აქ ადამიანების სიცოცხლე სტატისტიკად გვიქციეს. 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი 3-ჯერ მეტია, ხოლო ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

ამ დროს ქალაქის ცენტრში 8 წელია უფუნქციოდ დგას და ნადგურდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი “ლაგუნა ვერე”, რომელსაც თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

ლაგუნაზე თაობები გაიზარდა, ეს ადგილი უბრალოდ უყვარდათ ადამიანებს, სწორედ ამიტომ გამოსტაცა ხელიდან ბიძინა ივანიშვილმა. 2013 წელს გამოაცხადეს რომ არარენტაბელურია მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და დახურეს. 8000-ზე მეტი სპორტსმენი დარჩა გარეთ და 100-მდე ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებიდან არავის გახსენებია “ლაგუნა ვერე”. კალაძე კი მისი პირველი არჩევნების დროს დაპირდა ქალაქს მხლოდ მისი მიმდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თუმცა ისე როგორც მისი მრავალი დაპირება ესეც მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

“ლელოს” ხედვით, ის ნაგებობები რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ისე თბილისის კულტურისა და ავთენტურობის მატარებელია, უნდა გამოვისყიდოთ, დაუბრუნდეს ქალაქს და განვითარდებს მისი სრული პოტენციალით.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ოპოზიციამ იცის, რომ სასტიკად მარცხდება
შემდეგი სტატიათბილისის მერიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს