ანა ბიბილაშვილი – “ლელო” აკეთებს იმას, რაც დღევანდელმა მერიამ ადამიანებს ვერ გაუკეთა

“ლელო” აკეთებს იმას, რაც დღევანდელმა მერიამ ადამიანებს ვერ გაუკეთა. ივერთუბანს სჭირდება და უნდა ჰქონდეს, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა” – ანა ბიბილაშვილი

“ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და პარტიის ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ჟღენტმა დღეს მერიაში შეიტანეს განცხადება, რომელიც ივერთუბნის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ეხება.

“ლელო” წევრები რამდენიმე დღის წინ ივერთუბნის მოსახლეობას შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და მის მოგვარებას დაჰპირდნენ.

“ლელო” მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის თქმით, ივერთუბნის მაცხოვრებლებს არ აქვთ, სკვერი და ისეთი ადგილები სადაც, ბავშვები შეძლებენ თამაშს. მითუმეტეს პანდემიის პირობებში.

“ცოტახნის წინ ივერთუბანში ვიყავით და ვნახეთ დასახლება სადაც, ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ არ აქვთ არც სკვერი და არც ისეთი ადგილი სადაც ბავშვები შეძლებენ ყოფნას. მოვიძიეთ ახლომდებარე ადგილზე 1000 კვადრატული მიწა, რომელიც არის მერიის, ანუ ჩვენი მოსახლეობის ბალანსზე, გავაკეთეთ განაცხადი რის შემდეგაც მერიას მოვთხოვთ მოაწყოს ტერიტორიაზე პარკი და გასართობი მოედანი,” – ანა ბიბილაშვილი.

“ლელოს” ჩუღურეთის დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ჟღენტმა მერიაში განცხადების შეტანამდე, აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც “ლელო” პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, მათ გვერდით იდგება და დაეხმარება ყველა სახის პრობლემის გადაჭრაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს – დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე – სერიოზული კომენტარების გაკეთებაც აღარ ღირს