21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ანა ბერძენიშვილი: ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სამართალი, მითუმეტეს ქალების მიმართ

ორი ღამეა, პოლიციის განყოფილებაში ვარ და ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სამართალი, მითუმეტეს ქალების მიმართ. არ ისჯებიან ადამიანები, რომლებიც არიან მოძალადეები,-წერს ანა ბერძენიშვილი.

,,პოლიციაში მივედი ჩემი ნებით, მივედი სრულიად სისხლიანი, ტალახიანი… გამაჩერეს ორი ღამე და რომ მეგონა ხელი უნდა მომეწერა, როგორც დაზარალებულს ეს ადამიანი ისევ გარეთ არის ამიტომ ვწერ ვიდეოს, რომ არაფერი დასამალი არ მქონდეს. ჩემი სიტყვის და ჩემი სიმართლისთვის აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ. ეს ადამიანი ისევ გარეთ დადის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ყველანაირი ფაქტი ძალადობის, არსებობს მიმოწერები.

48 საათია გასული მომხდარიდან და როგორც ჩანს წელავენ ამ ჩემს ამბავს. არ მოვირგებ მსხვერპლის როლს, აქამდე მქონია ეგეთი სიტუაცია და დამიმალია, მრცხვენოდა ვერ ვლაპარაკობდი. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სიტყვის გამო და ეს ადამიანი აუცილებლად დაისჯება. […] ჩემი ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ გცოდნოდათ, რომ შეიძლება გაუბედურებული, სისხლიანი, ნაცემი მიხვიდე პოლიციაში და პოლიციამ მოძალადე არ დაიჭიროს, მიუხედავად სამხილებისა და მიუხედავად აბსოლუტურად ყველაფრისა. ვიდეოს დადების მერე დამიკავშირდა პოლიცია, გამომძიებელი, განყოფილების უფროსი და ძალიან მთხოვეს ჩამოვსულიყავი. ჩამოსვლაზე უარი განვაცხადე მაგრამ თვითონ მომაკითხეს, წამომიყვანეს.

ვუთხარი, რომ ადვოკატის გარეშე არ ვაპირებ არანაირი ჩვენების შეცვლას. მთხოვდნენ, რომ ჩვენება შემეცვალა და ისევ ახლიდან გადამეხედა, არ ვიცი რატომ უნდა შევცვალო ჩვენება. […] არ ვაპირებ ჩვენების შეცვლას. მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი სახლიდან გამოქცევას. მთელი ღამე მიღებდა ვიდეოებს, დამცინოდა, მაფურთხებდა, ყელში მწვდა, გადამაგდო, თმებით მათრია. ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს ჩემი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის და ასევე ადამიანს თვითმკვლელობამდე მიყვანის” ,- ამბობს ანა ბერძენიშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

ფოტო: მთავარი

banner
წინა სტატიაშიავლაბარში კორპუსის სხვენზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაჟენევაში აქციაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა