ანა ბაგრატიონის ადვოკატი – დავით ბაგრატიონი თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს, რასაც ვეწინააღმდეგებით

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორიაშვილი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს, რასაც ეწინააღმდეგებიან. მისივე თქმით, ის რეალურად არ წარმოადგენს სამეფო ოჯახს, თუმცა ტიტულს იყენებს.

„დღეის მდგომარეობით, მტკიცებულებების სახით გვაქვს პრესაში გავრცელებული ინფორმაცია – „დეილი მეილის“ ჟურნალისტმა ჩაატარა ჟურნალისტური ექსპერიმენტი, როდესაც სატელეფონი შეთავაზებისას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დათანხმდა მას ორდენის გადაცემას. ეს არის ერთეული შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა. თუმცა ჩვენთვის ცნობილია სხვა შემთხვევების შესახებაც, როდესაც აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან. ამ საქმეში ეს არის ძალიან ვიწრო ნაწილი. იგი თავის თავს უწოდებს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს. მას აღნიშნული ინფორმაცია თავის საიტზე აქვს მითითებული და ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ვეწინააღმდეგებით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რაღაცები. ამისთვის ვიბრძვით“, – განაცხადა ლევან გორიაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიარ ვაპირებ გადავიხადო 9 მილიონიანი დავალიანება – “ჯორჯიან ეარვეისი” “ტავ ჯორჯიას” კაბალური პირობების შექმნაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს ეცნობა