ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატს დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ელოდებიან

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატს დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ელოდებიან. სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე ლევან გორელაშვილის გამოკითხვა
ჯერ კიდევ გუშინ იგეგმებოდა, თუმცა პროცესი დღეისთვის გადაიდო. თავად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 7 საათის განმავლობაში ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევდა. დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ გრუზინსკის აქვს მიღებული – სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი. ინციდეტი 2014 წელს მოხდა, რის გამოც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარე საქმის ხანდაზმულობის გამო შეწყვეტას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში1-ელ მაისამდე პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა – აქცია ეხება უვადო, ქაღალდის პირადობის მოწმობებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა