ანა აბაშიძე – მთელი საქართველოს ინტერესია დღეს „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი

თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება თუ გვინდა, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. „პრაიდი“ არის ერთ-ერთი მაგალითი, – ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საქართველოს ინტერესია დღეს „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი.

„სამწუხაროდ, ამას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს უწყობდა სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, არ ჩაერიოს და თუ ვინმე ერევა, აღკვეთოს. ჩვენ თუ გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა თავისუფალ გარემოში ცხოვრება, რადგან ბედნიერება სხვანაირად არ მიიღწევა, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. „პრაიდი“ არის ერთ-ერთი მაგალითი.

გაგახსენებთ, არც გენდერული თანასწორობა მოსწონთ, არც ქალთა უფლებები. პიროვნულად ვიღაც არ მოსწონთ და მისი გამოსვლა უნდათ რომ აღკვეთონ, ეს არის ტირანიისკენ მიმავალი საშიშროება. ამიტომ მარტო ლგბტ თემის ინტერესი კი არაა, მათი იდენტობა გამოხატონ და იამაყონ, მთელი საქართველოს ინტერესია დღეს „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი, რათა პირობითად, ხვალ თავის მეზობელთან რომ ექნება რაღაც გასაპროტესტებელი და გამოვა ბანერით, რომელიმე პიროვნებამ ვის გემოვნებაშიც არ ჩაჯდება, არ აღკვეთოს ეს გამოხატვა. აქედან გამომდინარე, ვიწრო ინტერესი არაა აქ, ეს არის საზოგადოების ინტერესი, რომ მივცეთ ადამიანებს უფლება, გამოხატონ რაც სურთ, რომელიც არასდროს მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით, როცა „პრაიდზეა“ საუბარი“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – კანონში სიახლეები ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ შევჯერდეთ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კარგ კანდიდატზე
შემდეგი სტატიაგურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გამოვარდა