ან უნდა გაითვალისწინო ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოწოდება, ან ღიად უნდა განაცხადო, რომ რუსულ ორბიტას დაადექი – თინა ბოკუჩავა დონალდ ტუსკის განცხადებაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ან უნდა გაითვალისწინო ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოწოდება, ან ღიად უნდა განაცხადო, რომ რუსულ ორბიტას დაადექი. როგორც ბოკუჩავა “ნიუპოსტთან” საუბრისას ამბობს, ხელისუფლებამ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისფლოს.
„როდესაც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, რომელიც აერთიანებს მრავალ ევროპულ სახელისუფლებო პარტიას და ევროპარლამენტში ყველაზე დიდი, გავლენიანი ფრაქციაა, მოგიწოდებს პირდაპირ, რომ უნდა გაათავისუფლო პოლიტპატიმარი რურუა, ან ასე უნდა მოიქცე და გაიგო ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მოწოდება, ან ღიად უნდა განაცხადო რომ რუსულ ორბიტას დაადექი და ხალხისთვის ნათელი გახადო ეს არჩევანი. ჩვენი საზოგადოება, დარწმუნებული ვარ ისედაც ცხადად ხედავს ჩვენს პრორუსულ მთავრობას და სწორედ აქედან გამომიდნარე გააკეთებს საკუთარ არჩევანს საპარლამენტო არჩევნებზე” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხ თვეში, როცა მსოფლიო გამოწვევის წინაშე დადგა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ვპირდები მოქალაქეებს, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული, რათა დავიცვათ მათი ჯანმრთელობის უფლება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა