ან შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ სხვა ფორმატი არ არსებობს, ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ.

„ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები – სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა“, – ამბობს კარასინი.

საფრთხეები ჯერ არ არსებობს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, ისმოდა თქვენი დეპუტატის ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გრიგორი კარასინმა თავდაპირველად აკაკი ბობოხიძის გვარი ვერ გაიხსენა და იგი ბობაშვილად მოიხსენია.

მისივე თქმით, ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი მოქალაქეები არ დაზარალდნენ.

„რაც შეეხება შეზღუდვების ვადას, ეს ყველაფერზეა დამოკიდებული, ჩვენ კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ. თუ სიტუაცია ნორმალიზდება, თუ ყველაფერი პროგნოზირებადი იქნება, რბილად და ინტელიგენტურად, მაშინ ყველაფერი გაირკვევა. რას ნიშნავს ინტელიგენტურად? – შევხედოთ ეს შემოქმედებითი საკითხია“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა
შემდეგი სტატიაევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური – უსაფუძვლოდ და შეუსაბამოდ მიგვაჩნია რუსეთის გადაწყვეტილება, აკრძალოს ფრენები საქართველოში