“ან მომკლან ან იქ ვიქნები…აქციებს გავაგრძელებ”- სარალიძე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 13:20

“ან მომკლან ან იქ ვიქნები…აქციებს გავაგრძელებ”- სარალიძე

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანის შესახებ შსს-სგან ინფორმირებული არ იყო. როგორც სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ამბავი მან მედიისგან შეიტყო.
„არანაირი გადაწყვეტილების საქმის კურსში არ ვყოფილვარ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუჟღერებია ინფორმაცია, თითქოს აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა მოლაპარაკება. თუმცა არავინ არც დამლაპარაკებია და არც შეთანხმებულა ჩემთან არაფერზე. ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ კარვები აიღეს. სასამართლოში ვარ, ზვიად კუპრავას პროცესზე წამოსული. სავარაუდოდ, მოწმის სახით გამომიძახებენ. ამის შემდგომ დავბრუნდები რუსთაველის გამზირზე და გავაგრძელებ იგივე რეჟიმში ბრძოლას. რაც შეეხება კარვების უკან დაბრუნების საკითხს, შევხედავ სიტუაციას, გააჩნია რა არგუმენტებს მომიყვანენ, ველოდები რომ რუსთაველის გამზირზე მოვა შსს-ს წარმომადგენელი და განმიმარტავს, თუ რატომ გადაიტანეს კარვები და ამის მიხედვით ვიმოქმედებ შემდგომში…
სახელმწიფო უწყებები, გახარიას უწყება მე დამეჯახა. ვიბრძოლებ ბოლომდე. ან მომკლან ან იქ ვინქბი სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ, აქციებსაც, გამოსვლებსაც გავაგრძელებ. ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ“, – განაცხადა სარალიძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics