ან მე დავტოვებ ფრაქციას ან ნანა კოსტავა – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

“ოცნების” დეპუტატის სკანდალი – ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაიფიქრა. კოსტავას გადაწყვეტილებას აპროტესტებს ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარე. ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, თუ ნანა კოსტავა ფრაქციას არ დატოვეს, იგი თავად წავა ფრაქციიდან.

დეპუტატის წინააღმდეგ, რომელიც არაეთიკური პოსტებით გამოირჩევა, მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმომწერები მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

“ჩვენ, საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო, გარდა იმისა, რომ მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა და ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, მე არ ვაპირებ, მასთან იმ ფორმატში მუშაობას, როგორც ვმუშაობდი. ამ დღეებში ფრქცია შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას, თუ ის. დანარჩენი კითხეთ ნანა კოსტავას, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს ერთ დღეს და მეორე დღეს ცვლის”, -განაცხადა ნიკა ლატარაიამ.

banner
წინა სტატიაშიშემზარავია, რომ მორჩილი თადუმაძე უნდათ, გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი – ხოშტარია
შემდეგი სტატია“უზენაესი სასამართლოს წევრობა ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა” – ზაზა თავაძე მოსამართლეთა შერჩევაზე საუბრობს