26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

“ან კობახიძემ უნდა დაასწროს ივანიშვილზე საქმის აღძვრით, ან ივანიშვილი უახლოვდება”- ლევან ხაბეიშვილი

“ფარცხალაძე თავად ამხილეს მკვლელობის ორგანიზებაში, ახლა ღარიბაშვილი ამხელს კობახიძეს მკვლელობების დაგეგმვაში – უკეთეს შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას აბრალებს.

ასევე, ღარიბაშვილი ამხელს, რომ პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს! – არსებობს წერილები, შეთვლები და ასე წყდება „საქმეები“.
პროკურორ გვარაკიძეს, რომელიც მდინარაძის კადრია, მძიმე რეალობა აქვს – ან ღარიბაშვილის ნათქვამზე დაიწყებს გამოძიებას, ან არა და ფარცხალაძესავით გაიქცევა მოსკოვში, კომუნისტურ პარტიაში.
ამ მოკლე დროში, ან კობახიძემ უნდა დაასწროს და ივანიშვილზე საქმე აღძრას, როგორც მთავარ დირიჟორზე, ან ივანიშვილი უახლოვდება და კობახიძე-მდინარაძეზე ერთი ჩვენების მიმცემი უკვე არსებობს.
სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ რომ სცადოს ბიძინას განეიტრალება.
ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! სისხლიანი, მკვლელი, კაცთმოძულე, ლეშიჭამია ხალხი ჰყავს ივანიშვილს თავმოყრილი ივანიშვილს!
პ.ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მკვლელებს აფინანსებენ და მათთან ერთად ქვეყანას ძარცვავენ ივანიშვილის მთავარი მოკავშირეები – ვანო ჩხარტიშვილი, ძმები ფხაკაძეები, ენუქიძე, წულაიები, ჩიგოგიძე, ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაპაშვილები და ა.შ.

მთავარი კრიმინალური ბანდის მეთაურები, დამფინანსებლები ესენი არიან!” _ წერს ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე: რუსეთი სულ უფრო უგუნური ხდება, საფრთხე ევროპისა და ნატო-ს ტერიტორიაზე ვრცელდება
შემდეგი სტატია“პაემანი არც ჩანიშნულა და ვერც გაუქმდებოდა”- გიორგი პატარიძე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით