ან დღეს დანიშნავენ მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარის გამგრძელებლებს, “კლანის” წევრებს და ჩვენთვის კიდევ ერთხელ დაიხურება ევროპული კარი, ან პროცესი გაჩერდება და გაჩნდება პერსპექტივა – დოლიძე

იუსტიციის საბჭოში, პირადად იმიტომ მოვედი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრა, მიხეილ ჩინჩალაძის ბრალია, რომ თქვენ ხვალ უკეთესი ხელფასი არ გექნებათ. ლევან მურუსიძის ბრალია, რომ უკეთესი განათლება არ გექნებათ,სასამართლოს ბრალი კი არ არის – ეს არის ქვეყნის გადარჩენის საკითხი,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა, პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოში განუცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, მთელ მოსახლეობას გავაგებინოთ, სწორედ ამ ხალხის, ასევე მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთლიანი შემადგენლობის ბრალია, რომ ჩვენ ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას. სასამართლოს მორჩილება, სასამართლოს პოლიტიზება არის მთავარი პრობლემა რის გამოც ჩვენთვის ნელ-ნელა იხურება ევროპის კარი. დღეს, მთავარი საკითხი, რაც უნდა გადაწყდეს იუსტიციის საბჭოში არის ის, რომ გააგრძელებს საბჭო “კლანურ მმართველობას” და მოგვცემს თუ არა ჩვენ შესაძლებლობას დავუბრუნდეთ იმას, რასაც ჰქვია ევროპული პერსპექტივა. ან დღეს დანიშნავენ მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარის გამგრძელებლებს, “კლანის” წევრებს ჩინჩალაძის ჩათვლით და ამით ჩვენთვის კიდევ ერთხელ დაიხურება ევროპული კარი, ან ეს პროცესი გაჩერდება და ჩვენთვის გაჩნდება პერსპექტივა, რომ დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს, ჩვენ დღეს გვართმევენ ევროპელობას და ამას აკეთებენ მიხეილ ჩინჩალაძე და მისი ამფსონები”, – აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 170 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს
შემდეგი სტატიათბილისში, კალანდაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ქვეითად მოსიარულე დაშავდა