ამჟამად 700 000 შეიარაღებული პირი გვყავს, შეგვიძლია მილიონამდე ასვლაც – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინას ამჟამად 700 000 შეიარაღებული პირი ჰყავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ რიცხვის მილიონამდე გაზრდა შესაძლებელია. ამის შესახებ არესტოვიჩმა ყოფილი რუსი ადვოკატისა და პოლიტიკოსის, მარკ ფეიგინის გადაცემაში ისაუბრა.

“ახლა ჩვენ 700 000 შეირაღებული პირი გვყავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მილიონამდე ასვლა შეგვიძლია. მილიონზე საუბრები შემთხვევითი არ იყო. პლუს 300 000 ჯარისკაცი ფრონტის ცაზზე – და დაწერე ფიქტიურად, “ტყუილად ელის მოხუცი ქალი შვილის სახლში დაბრუნებას”. – იხუმრა არესტოვიჩმა უკრაინისა და რუსეთის მობილიზების სისტემების შედარებისას.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში ზემოხსენებული სისტემა ომში გატარებული 8 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, შესაბამისად უკრაინას ამ საკითხში უპირატესობა აქვს.

“კითხვა მხოლოდ ამაში მდგომარეობს – რით ვიარაღდებით. ეს არის კითხვა რუსეთისთვისაც და ჩვენთვისაც. ყველაფერი დასავლური იარაღის გადმოცემაზეა დამოკიდებული და მათ საკუთარი სირთულეები აქვთ. […] იარაღის ნაწილი უნდა იყოს წარმოებული, ნაწილი კი უნდა დამზადდეს და დასავლურ ჯარებს გადაეცეს, რათა მათ ჩვენ გადმოგვცენ. ეს გრძელი პროცესია. ჩვენ სამიზნე ივლისის მეორე ნახევარია”. – თქვა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიარამხოლოდ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომაც უნდა მიიღონ EU-ს წევრობის უფლება – სოროსი
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საკითხი განიხილეს