,,მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა”

region
ავტ.: region ივლისი 26, 2019 16:07

,,მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა”

„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სახელმწიფო ბრალდება ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ, თითოეულის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას დაააყენებს.

„ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ. გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულის შემთხვევაში. ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლებით, რა საფუძვლებიც სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა აღკვეთის ღინისძიების მიზნებისთვის”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ეროვნული ბანკისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნა, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, საბანკო ამონაწერები, გადარიცხვები.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-

region
ავტ.: region ივლისი 26, 2019 16:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics