ამსტერდამში ცნობილ ჟურნალისტს ესროლეს, სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია

ამსტერდამში ცნობილ ჟურნალისტს პიტერ რ. დე ვრისს ესროლეს, რომელიც კრიმინალურ თემებზე წერდა. ჟურნალისტი მძიმედ არის დაჭრილი და საავადმყოფოშია.

პოლიციის ინფორმაციით, 64 წლის ჟურნალისტს, რომელმაც დღის ბოლოს საკუთარ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა,
ამსტერდამის ცენტრში19:30 წუთზე რამდენჯერმე ესროლეს. თავდამსხმელი ახლო მანძილიდან ისროდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ოთხი ან ხუთი გასროლა გაიგეს. მედიაში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც თავში დაჭრილი ვრისი მიწაზე წევს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამსტერდამის მერმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი სიცოცხლეს ებრძვის.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააპატიმრა. ორი მათგანი ჰააგასთან ახლოს დააკავეს, მესამე კი ამსტერდამში.

პიტერ რ. დე ვრისს ბევრი ხმაურიანი გამოძიება აქვს ჩატარებული, მათ შორის, 1983 წელს ლუდის მაგნატის ფდერდი ჰაინეკენის გატაცების საქმე. ის მუქარების მიღების შემდეგ რამდენჯერმე პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.

მეფე უილიამ- ალექსანდრემ და დედოფალმა მაქსიმამ განაცხადეს, რომ მომხდარით შეძრწუნებულები არიან.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი – საპატრიარქოს პასუხისმგებლობას საერთოდ არ ვგრძნობ
შემდეგი სტატიაოლივერ ვარჰეი – სამხრეთ კავკასიაში ჩემი პირველი ვიზიტი მშვენიერ საქართველოში დავიწყე