ამსტერდამში ბენზინისა და დიზელის მანქანებს აკრძალავენ

ამსტერდამის საქალაქო საბჭომ ათწლიანი გეგმა მიიღო, რომელიც 2030 წლისათვის ქალაქში ბენზინისა და დიზელის მანქანების აკრძალვას ეხება – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მომავალი წლიდან კი მანქანებისთვის, რომლებიც 15 ან მეტი წლის არიან, ქალაქში შესვლა აიკრძალება.

2025 წლიდან აკრძალვა შეეხება მოპედებს და წყლის სხვა ტრანსპორტს, რომლებიც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ. ამ დროისთვის სატენი სადგურების რაოდენობა უკვე 16 000-23 000 უნდა გახდეს. 2030 წლისთვის კი ამსტერდამში არ უნდა დარჩეს არც ერთი ბენზინის ან დიზელის მანქანა.

კომპანია Rai Association-მა, რომელიც ავტომწარმოებლების ინტერესებს წარმოადგენს, ინიციატივა გააკტირიკა. “ათობით ათასი ადამაინი, რომელთაც ელექტრომობილის ყიდვის საშუალება არა აქვს, მალე გადაადგილების საშუალების გარეშე დარჩება. შედეგად, ამსტერდამი მდიდრების ქალაქი გახდება” – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივერ ვიტყვი იყო თუ არა შეცდომა დაშვებული, მე იქ არ ვყოფილვარ – ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიარა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ, სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ – ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე