“ამორალური და ამაზრზენი” – პროკურორი დათო ნეფარიძე მომიტინგეების ცემაზე

“ამორალური და ამაზრზენი” – ასე აფასებს პროკურორი დათო ნეფარიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომოტინგეებზე სამართალდამცველების სასტიკ ძალადობას. ამის შესახებ ნეფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

პროკურორი ღიად ამბობს, რომ წაქცეული ან დაკავებული ადამიანის ცემა სულმდაბლობაა და მიუღებელია. ნეფარიძე საზოგადოებას ერთობისკენ მოუწოდებს.

როდესაც წაქცეულ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს, როდესაც დაკავებულ ადამიანს სცემენ, ამაზე დიდი სულმდაბლობა, ამორალური და ამაზრზენი ქცევა ცოტა რამ შეიძლება იყოს.
არა ყველაფერს, რაც გვყოფს!, – წერს ნეფარიძე.

banner
წინა სტატიაშიკავკასიის უნივერსიტეტს მამუკა ანდღულაძე ტოვებს
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტენ