“ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით უკვე პირდაპირ ხდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის გაიგივება ნაციონალურ მოძრაობასთან”

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ხელისუფლებას პარტიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

დავით ჯანდიერის განცხადებით, ხელისუფლების აგიტატორები მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, სხვადასხვა სოფლებში დადიან და მოსახლეობას თავს, როგორც ნაციონალური მოძრაობის, იგივე პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებად წარუდგენენ.

ჯანდიერის თქმით, ფაქტი თაღლითობის ნიშნებსაც შეიცავს, ვინაიდან აგიტატორები იავნანას არარსებული შვილობილი ფონდისთვის ითხოვენ შემოწირულობებს.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ცილისმწამებლური და დანაშაულის ნიშნების შემცველი კამპანია.

„ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით უკვე პირდაპირ ხდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის გაიგივება ნაციონალურ მოძრაობასთან. უკვე კარდაკარ სიარულით ცდილობენ მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. ეს გახლავთ ბრძოლის მდაბიო ხერხი, ამის მიზეზი არის ჩვენი რეიტინგის ზრდა, რაც დისკომფორტს უქმნის პირველ რიგში ხელისუფლებას,“ – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაში“იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები”
შემდეგი სტატია(+ვიდეო) სანდრა რულოვსი: მიშას რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და ჩვენთან ჩამოვა