ამომრჩევლის მოსყიდვის მასობრივი შემთხვევები – გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიცია სასამართლოს სარჩელით მიმართავს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი ითვალისწინებს, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი.

გიორგი ვაშაძემ მაგალითად კარტოფილის, ხახვის, მეორადი ტანსაცმლის დარიგება მოიყვანა, ასევე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაც. ვიდეო მტკიცებულებები სასამართლოში იქნება წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიმწვავე საკადრო დეფიციტის გამო არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სპეციალური პენიტენციური სამსახური საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატია“აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე…” – ია კერზაიას საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის