ამომრჩევლის მოსყიდვა, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, აქტივისტების მობილიზება – არასამთავრობოები არჩევნების მეორე ტურს აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, მთაწმინდის ოლქში გამართული არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აფასებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვა, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, აქტივისტების საარჩევნო უბნებთან მობილიზება, არჩევნების მეორე ტურშიც ისევ პრობლემად რჩება.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ყველა პირის კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვენ.

„ჩვენ დავაფიქსირეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სახელით დარეგისტრირებული პირების მხრიდან ამ სახის ფაქტები, ამომრჩეველთა აღრიცხვის. ფიზიკური შეურაცხყოფის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტიც დაფიქსირდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ. გამოწვევა ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, არის უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის პრობლემა.“-აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

banner
წინა სტატიაშიავარია სარაჯიშვილზე – დაშავებულია 2 პირი
შემდეგი სტატია“ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის რომ გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება”- გახარია