“ამომრჩევლის დაკვეთა არის ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს “ქართული ოცნების” სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა”

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ქართველი ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ საქართველოს “ქართული ოცნების” სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს.

ნარმანიას თქმით, ის “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაში, მხოლოდ პოზიტივს ხედავს.

“ამომრჩევლის დაკვეთა არის ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს “ქართული ოცნების” სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა. ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო, ასე რომ, მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ ამაში”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48,68% მიიღო

banner
წინა სტატიაშიათობით ათასი ადამიანი მეფესთან გამომშვიდობების რიგში დგას
შემდეგი სტატიაავსტრალიის პოლიციამ ერთ ტონაზე მეტი ექსტაზი ამოიღო