„ამომრჩევლებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან“ – დავით ჯანდიერი

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. განცხადება საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა.

მან მოქალაქეებს იმ დარღვევების შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელსაც სამართლებრივი რეაგირების ჯგუფი აფიქსირებს.

„მასიურად აქვს ადგილი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კერძოდ, ამომრჩევლებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან. რიგ შემთხვევებში, ამომრჩევლები ხმას აძლევენ საჯაროდ, მესამე პირების თვალწინ, რითაც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა. მეორე, გადასატანი ყუთის მეშვეობით, ხმის მიცემისას, კომისიის წევრების მოქმედებები მასიურად ატარებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. კერძოდ, ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომელი ნომერი უნდა იქნეს შემოხაზული, შემდეგ თვითონ კეცავენ ბიულეტენს და ათავსებენ ყუთში. მესამე, არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მარკირებული ადამიანი საარჩევნო უბანზე ხელმეორედ იქნა დაშვებული და ხელმეორედ მისცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. მეოთხე, აღინიშნება ტენდენცია იმის შესახებ, რომ გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ამომრჩევლები კვლავ მიდიან უბანზე და განმეორებით აძლევენ ხმას,“ – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაში“არა სალომეს, არა ოლიგარქიას, ვაშაძე პრეზიდენტად”- ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ არჩევანი საფრანგეთში დააფიქსირა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია, უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა