ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი

ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი

ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტიმაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს თანაზომადობის პრინციპი უდევს საფუძვლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა.

“მაჟორიტარულ ოლქებს თანაზომადობის პრინციპი უდევს საფუძვლად. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან. ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი. შესაძლოა, იყოს ერთი-ორი გამონაკლისი. თბილისში და სხვა თვითმმართველ ქლალაქებში მანდატების რაოდენობა იზრდება, თვითმმართველ ქალაქებში დაახლოებით 30 მანდატი იქნება. ხდება გარკვეული კორექტირება – ზოგი რაიონი რჩება იმ ფარგლებში, რაც არის, ხოლო ზოგი ერთიანდება. ვერსია ასეთია, თუმცა შესაძლოა განხილული იყოს სხვა ვერსიებიც~, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმმართველი კოალიცია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიადიღმის მასივში ავტომობილი ორ მოქალაქეს დაეჯახა