ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი დასრულებულია.
”კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ევროპული პოლიტიკის ცენტრში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიასააკაშვილთან შეხვედრა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით არ მომხდარა – ოლიმპიური კომიტეტი