ამომრჩეველთა 90 პროცენტი 2024 წელს შეძლებს, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით, ეს ბოლოს მოუღებს ყველანაირ სპეკულაციას, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა – პაპუაშვილი

ამომრჩევლების 90 პროცენტი 2024 წელს შეძლებს, ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე, ასევე, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბოლოს მოუღებს ყველანაირ სპეკულაციას, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მასშტაბური კამპანია პარლამენტიდან დაიწყება, ვინაიდან აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება სწორედ საკანონმდებლო ორგანოში იქნა მიღებბული.

„დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს. ჩვენ შევთავაზეთ, პარლამენტი ყოფილიყო პირველი ადგილი, სადაც ეს კამპანია დაიწყებოდა, როგორც ადგილი, სადაც მიღებული იქნა ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება. ეს იყო ერთი მხრივ, დიდი მუშაობის შედეგი, ამავე დროს, იყო საკითხი, რამდენად შეძლებდა ცესკო, აეწია ეს ტვირთი. ვნახეთ, რომ, საბედნიეროდ, ბევრი პილოტი, რომელიც ჩატარდა, იყო ძალიან წარმატებული. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი ოპტიმისტური გათვლები დადასტურდა. 90 პროცენტი ამომრჩევლებისა 2024 წელს შეძლებს, სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე, ასევე, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან ბოლოს მოუღებს ყველანაირ სპეკულაციას, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა თემა, რაც გაგიგონიათ არჩევნებთან დაკავშირებით – ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე კითხვები, ოქმებთან დაკავშირებით, პარალელური დათვლის, გვახსოვს მთელი ეს პერიპეტიები და ა.შ. ყველაფერ ამაზე ტექნოლოგიურად იქნება პასუხი გაცემული, ისე, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩება. ბიულეტენები, ბათილობა, ოქმები, ბალანსი და ა.შ. გამოჩნდა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ იყო. ამიტომ მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტექნოლოგია დაინერგება, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმის მცდელობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა, თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში ამის შესახებ არაფერი იციან, ძალიან ცდებიან – არესტოვიჩი
შემდეგი სტატია“ჰამასი” და რუსეთი ერთი და იგივე ბოროტებაა – ზელენსკი