ამომრჩეველს როლანდ ფიფიას საარჩევნო სააგიტაციო ბუკლეტები და გაზეთები ლეწურწუმეს ტერიტორიულ ერთეულში, კერძოდ ჯუმითისა და საპერტაიოს უბანში დაარიგეს

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის აქტივისა და ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, პარტიისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ფიფიას საარჩევნო სააგიტაციო ბუკლეტები და გაზეთები ლეწურწუმეს ტერიტორიულ ერთეულში, კერძოდ ჯუმითისა და საპერტაიოს უბანში დაარიგეს. ,, კარდაკარი”-ს აქციას პოზიტიური განწყობით ხვდება მოსახლეობა და იმედს არ კარგავს, რომ კარს მომდგარი 31 ოქტომბრის არჩევნები რადიკალურად შეცვლის მმართველ სისტემას. საარჩევნოდ ხელისუფლება ყველა ბინძურ ქმედებას აწერს ხელს. ბოლო დღეებში გავრცელებულმა სიბინძურის განსაკუთრებულმა ,,მოთხოვნებმა” ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, თუმცა ხმაური არაფერს ნიშნავს და არც არაფერს ამტკიცებს! -აცხადებენ ამომჩევლები.

banner
წინა სტატიაშიდაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო