ამომრჩეველს რჩება განცდა, რომ ხალხს რომელიც გაიყვანა პარლამენტში, აღარ აინტერესებს მათი აზრი – ნინო კალანდაძე “ენმ”-ზე

news
ავტ.: news ნოემბერი 10, 2016 18:46

ამომრჩეველს რჩება განცდა, რომ ხალხს რომელიც გაიყვანა პარლამენტში, აღარ აინტერესებს მათი აზრი – ნინო კალანდაძე “ენმ”-ზე

მიხეილ სააკაშვილის მეირ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი ნინო კალანდაძე ეხმაურება.

კალანდაძე ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის მიზეზი პარტიის ლიდერებს შორის არა პარლამენტში შესვლა, არამედ მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი გახდა.

კალანდაძეს მიაჩნია, რომ პარტიას და მის პოლიტსაბჭოს მხარდამჭერების კრიტიკა უფრო მეტად უნდა გაეთვალისწინებინა.

„პირველ რიგში ამომრჩევლის პოზიციას უნდა დავეყრდნოთ და მათი ხმა უნდა გავიგონოთ, თუ მათ ჰქონდათ შეკითხვები როგორი იყო არჩევნები, შევძელით თუ არა ხმების საკმარისად დაცვა. ის ადამიანები, რომლებიც მართლაც დაიჩაგრნენ საარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდში, მათ გვერდში მეტად დავდგომოდით, მაშინ ეს არის ღია დისკუსია, რომელმაც უნდა გადაინაცვლოს სახალხო დონეზე და ეს უნდა იყოს ნაციონალური დისკუსია და არა პოლიტსაბჭოს შიგნით მიმდინარე დისკუსია. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ამომრჩეველს რჩება განცდა, რომ ის კი იყო აქტიური მონაწილე საარჩევნო პროცესში, მაგრამ ახლა როდესაც რაღაც რაოდენობა გაიყვანა პარლამენტში, ამ ხალხს საერთოდ აღარ აინტერესებს მათი აზრი. ეს არის ჩემი აზრით, პრინციპული შეცდომა,“ – აცხადებს ნინო კალანდაძე.

news
ავტ.: news ნოემბერი 10, 2016 18:46