ამომრჩეველმა ივანიშვილს უთხრა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდის, მთავარი ამოცანაა, ამ ქვეყანაში არ გაჩნდეს უფრო მეტი ფარცხალაძე – ხათუნა სამნიძე

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი , ეს იყო სამოქალაქო ომისკენ მოწოდება, ზიზღი და კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველს არ ელაპარაკება – „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ ამ მოცემულობაში ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს.

დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთრი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა. მათ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ჩვენ ეს მხარდაჭერა გამოვხატეთ. მოვედით, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მხარი დაგვეჭირა ოპოზიციური კანდიდატისთვის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

„თუ ამას მივიყვანთ ბოლომდე და საპრეზიდენტო სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში, ეს იქნება ბალანსი, სიგნალი, რომ დაინახოს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში, რომ ის ყოვლისშემძლე არ არის. ქართველმა ამომრჩეველმა მას უთხრა უარი და უთხრა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი“-ამბობს ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოება ვერ ხედავს მესამე ძალას.

სამნიძე ამბობს, რომ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ქართველმა ამომრჩეველმა გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, უპასუხისმგებლოა ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ზურგს აქცევს საზოგადოების ამ დაკვეთას.

„ვისაც არ აქვს კომპლექსი წარსულის, კომპლექსი ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ვითარებაში იყო ქვეყანა წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ახლა პირველადი ამოცანაა, რომ არ გაჩნდნენ უფრო მეტი ფარცხალაძეები ამ ქვეყანაში,“-ამბობს სამნიძე.

banner
წინა სტატიაშიკანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება – კობახიძე საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „პოლიტიკური და მათ შორის საარჩევნო კონტექსტიდან, ასევე, მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე“