ამომრჩეველი სამი სახის – ღია ცისფერს, ვარდისფერ და მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს

21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი 3 ბიულეტენს – ღია ცისფერს, ვარდისფერსა და ღია მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, ამომრჩეველი პარტიას ან ბლოკს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს და მერს აირჩევს.

“ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

banner
წინა სტატიაშიარეულობა სენაკის ,,ქართულ ოცნებაში,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიაამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა დაიწყო