“ამოიღება ყველა აუდიო და ვიდეო მასალა” – ალეკო ელისაშვილის საქმის გამომძიებლის პირველი კომენტარი

დაკავებული “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის გამაომძიებლის პირვლი კომენტარი – ლაშა ლიპარტელიანი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ახლა საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოთხოვილია, თუ არა სასამართლოს კანცელარიის შენობის შიდა სივრცის სათვალთვალო კამერები, რაც შსს-ს არ გაუვრცელებია, ლიპარტელიანი არ პასუხობს.

“მეტს ვერაფერს გეტყვით” – ამბობს გამომძიებელი.

“მიმდინარეობს საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები, შესაბამისად საქმეში ჩართული იქნება მხარეები, რომლებსაც გადეცემათ მტკიცებულებები, გაცვლილი იქნება ინფოომაცია და მათთვსი გახდება ცნობილი. რაც საჯარო ინტერესიდან გამომდიანრე არ უნდა იყოს საჯარო, არ იქნება საჯარო. ამოიღება ყველა აუდიო და ვიდეო მასალა”, – ამბობს ლიპარტელიანი.

პარალელურად, დიღმის მთავარ სამმართველოში ალეკო ელისაშვილს ადვოკატი ხვდება და უფრო მეტი ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უფლებადამცველი სამმართველოს დატოვებს.

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დღეს დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

ვიდეომასალაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, ჩანს ბოთლი, ბენზინი, ჩაქუჩი და სანთებელა, რაც ელისაშვილის ადვოკატის თქმით, ვერანაირად ამტკიცებს გელაძის უწყების ვერსიას, რომ შენიღბულმა ელისაშვილმა სასამართლოს დაწვა სცადა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო მოქმედებები საქალაქო სასამართლოში – დალუქულია კანცელარიის შენობა
შემდეგი სტატია“მადლიერები ვართ, რომ თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ, მაგრამ ამ ეტაპზე შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს ვერ ვხედავ” – გედევან ფოფხაძე