ამოღებულია “მეტადონი”, “ლირიკა” – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

“დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული კ.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ც. და 1985 წელს დაბადებული გ.ჯ.

დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: “მეტადონი”, “ლირიკა” და “მცენარე კანაფი”. – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლით.

banner
წინა სტატიაშიშსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ
შემდეგი სტატიაკიევზე შეტევის მასშტაბები: 472-დან 428 საჰაერო სამიზნე უკრაინელმა მეზენიტეებმა გაანადგურეს